სტრატეგიული იურიდიული და ბიზნეს-საკონსულტაციო მომსახურება საქართველოში მზარდი კომპანიებისთვის

Supportive Solutions Selected Smartly

ჩვენი ჩართულობით ბიზნესს უმარტივდება კომპლექსური გადაწყვეტილებების მართვა, მისი ღირებულება დაცულია, გადაწყვეტილებები კი — თავდაჯერებული.

სამართალი ბიზნესის კონტექსტში
ბიზნეს გადაწყვეტილებები იშვიათად არის მხოლოდ იურიდიული.

4S არის ბიზნესზე ორიენტირებული პროფესიული სერვისების კომპანია, რომელიც სამართლებრივ ექსპერტიზას ბიზნესის ხედვასა და სტრატეგიულ აზროვნებას აერთიანებს.

ჩვენ ვმუშაობთ კომპანიებთან, დამფუძნებლებთან, ინვესტორებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან — იქ, სადაც რთული საკითხების მართვა, რისკების წინასწარ დანახვა და სწორი გადაწყვეტილების მიღება ბიზნესის შედეგზე პირდაპირ აისახება.

ჩვენი ისტორია 2020 წელს დაიწყო ერთი მთავარი იდეით: კომპანიებისთვის რთული საკითხები უფრო გასაგები, მართვადი და ბიზნესისთვის სასარგებლო გაგვეხადა.

დღეს ჩვენ ვეხმარებით ბიზნესებს არა მხოლოდ სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტაში, არამედ გადაწყვეტილებების სტრუქტურირებაში, რისკების მართვაში, მოლაპარაკებების წარმართვაში, ზრდისთვის მყარი საფუძვლის შექმნასა და შემდგომ ამ ყველაფრის აღსრულებაში. მუდმივად, ბიზნესთან ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვანახლებთ პროცესებს.

Supportive

Solutions

Selected

Smartly

ბიზნესის მხარდაჭერა განვითარების ყველა ეტაპზე

ჩვენთან თანამშრომლობენ კომპანიები და გადაწყვეტილების მიმღები პირები, რომლებსაც იურიდიულ პასუხებზე მეტი სჭირდებათ — სტრატეგიული ხედვა, რომელიც მათი ბიზნესის რეალობას უკავშირდება.

საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც საქართველოში შემოდიან

ვეხმარებით საერთაშორისო კომპანიებს საქართველოში საქმიანობის დაწყებაში, ადგილობრივი მოთხოვნების გააზრებასა და ქართულ ბაზარზე თავდაჯერებულად ოპერირებაში.

მზარდი კომპანიები

ვთავაზობთ უწყვეტ იურიდიულ მხარდაჭერას კომპანიებს, რომლებიც მართავენ ხელშეკრულებებს, შრომით საკითხებს, სხვადასხვა ვალდებულებებსა და ყოველდღიურ საოპერაციო გამოწვევებს.

დამფუძნებლები და მეწარმეები

ვეხმარებით დამფუძნებლებს სამართლებრივად მყარი ბიზნესის შექმნაში, საკუთარი ინტერესების დაცვასა და ზრდისთვის მომზადებაში.

აღმასრულებელი ხელმძღვანელები და მენეჯმენტის გუნდები

ვმუშაობთ როგორც სანდო მრჩეველი იმ ლიდერებთან, რომლებიც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ იქ, სადაც სამართლებრივი და კომერციული ინტერესები ერთმანეთს კვეთს.

4slegal
Office table 2023 11 27 05 28 25 utc

ბიზნესზე ორიენტირებული

შედეგზე კონცენტრირებული

ჩვენი სერვისები

Ჩვენ ვქმნით მეტს - ეს პროფესიული მხარდაჭერა, საიმედო თანამშრომლობა და მეგობრობაა

ჩვენს მიზანს, ერთ სივრცეში თქვენი ბიზნესისთვის საჭირო სხვადასხვა პროფესიული სერვისი გაერთიანებულიყო, 4S-ში ვაღწევთ

როდესაც 4S ერთვება

თქვენი ბიზნესი ხდება უფრო დაცული, ორგანიზებული და მზად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის.

რისკები წინასწარ ჩანს

პრობლემას აღმოაჩენთ მანამდე, სანამ ის ფინანსურ ან საოპერაციო ზიანად იქცევა.

გადაწყვეტილებები სწრაფდება

იცით, რა არის შესაძლებელი, რა რისკებთან არის დაკავშირებული და რა ნაბიჯი უნდა გადადგათ.

ხელშეკრულებები უკეთ გიცავთ

თქვენი კომერციული ინტერესები მკაფიოდ არის ასახული და დაცული.

მოლაპარაკებებზე პოზიცია ძლიერდება

წინასწარ იცით თქვენი მიზნები, საზღვრები და ის, რისი დათმობაც შეგიძლიათ სასურველი შედეგის მისაღწევად.

იურიდიული საკითხები წესრიგდება

ხელშეკრულებები, პოლიტიკები, შესაბამისობა და სხვა იურიდიული პროცესები ხდება უფრო ორგანიზებული და მართვადი.

მენეჯმენტს ემატება ძლიერი პარტნიორი

რთულ საკითხებზე გაქვთ გამოცდილი იურიდიული და ბიზნეს ხედვა — საჭიროების შემთხვევაში, თქვენი შიდა გუნდის გაფართოების გარეშე.

შედეგი:

ნაკლები სიურპრიზი. მეტი კონტროლი. უფრო ძლიერი გადაწყვეტილებები.

ინდუსტრიები

სადაც იურიდიული ექსპერტიზა და ინდუსტრიის ცოდნა ერთიანდება

ენერგეტიკა, საწვავი და ნავთობი

იურიდიული და მარეგულირებელი მხარდაჭერა საწვავის, ნავთობისა და ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ბიზნესებისთვის.

საცალო ვაჭრობა

იურიდიული მხარდაჭერა საცალო ოპერაციებში, კომერციულ ურთიერთობებში, მომხმარებელთა უფლებებისა და ოპერაციული შესაბამისობის საკითხებში.

სტუმარმასპინძლობა

იურიდიული და ბიზნესმხარდაჭერა სასტუმროებისთვის, რესტორნებისა და სტუმარმასპინძლობის ბიზნესებისთვის ხელშეკრულებების, დასაქმების, შესაბამისობისა და ზრდის საკითხებში.

ინვესტიციები და ბიზნესი

მხარდაჭერა ინვესტორებისთვის, დამფუძნებლებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც აფასებენ შესაძლებლობებს, შედიან ტრანზაქციებში და ავითარებენ ბიზნესს საქართველოში.

ტექნოლოგიები და ინოვაციები

იურიდიული და სტრატეგიული მხარდაჭერა ბიზნესებისთვის, რომლებიც ქმნიან ახალ პროდუქტებს, შედიან პარტნიორობებში და მოქმედებენ განვითარებად მარეგულირებელ გარემოში.

კორპორაციული და კომერციული მიმართულება

კორპორაციული სტრუქტურები, აქციონერთა და პარტნიორთა ურთიერთობები, კომერციული ხელშეკრულებები, ტრანზაქციები და ბიზნესის მიმდინარე მხარდაჭერა.

შრომითი და დასაქმების საკითხები

შრომითი ურთიერთობების სტრუქტურირება, შიდა პოლიტიკები, თანამშრომლებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები და დასაქმების პროცესების ტრანსფორმაცია.

პერსონალური მონაცემების დაცვა და GDPR

პრაქტიკული მონაცემთა დაცვის შესაბამისობა, რომელიც მორგებულია თქვენი ბიზნესის რეალურ საქმიანობაზე.

მოლაპარაკებები და მედიაცია

სტრატეგიული მხარდაჭერა მოლაპარაკებებში, დავების პრევენცია, მედიაცია და რთული ბიზნესურთიერთობების სტრუქტურირებული გადაწყვეტა.

უძრავი ქონება და ტრანზაქციები

იურიდიული მხარდაჭერა კომერციული უძრავი ქონების ტრანზაქციებსა და ბიზნესთან დაკავშირებულ ქონებრივ საკითხებში.

ნდობა, რომელსაც სხვადასხვა ინდუსტრიის ბიზნესი გვიცხადებს

ჩვენი გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა სექტორს, ბიზნესმოდელსა და განვითარების ეტაპს – ჩამოყალიბებული კომპანიებიდან და საერთაშორისო ბრენდებიდან მეწარმეებსა და მზარდ ბიზნესებამდე.

კომპანიები და ბიზნესები, რომლებსაც ვუწევდით კონსულტაციას:
logo-2x.jpg
logo-2x.jpg
logo-7.png
logo-7.png
სხვადასხვა ბიზნესი. განსხვავებული გამოწვევები. ერთი მიდგომა.

ჩვენ ჩვენს იურიდიულ და საკონსულტაციო საქმიანობას თითოეული ბიზნესის რეალობას ვარგებთ — მისი ინდუსტრიის, განვითარების ეტაპის, ადამიანების, რისკების პროფილისა და მიზნების გათვალისწინებით.

კლიენტების სახელები და ლოგოები წარმოდგენილია შესაბამისი ნებართვით.

კომპანიის პარტრნიორები

სალომე ჯოჯუა

სალომე ჯოჯუა

მმართველი პარტნიორი

დაჯავშნე კონსულტაცია