დიაგნოსტიკა

მოუსმინე შენი ორგანიზაციის გულისცემას და გაიგე რა ნაწილებში გჭირდება მხარდაჭერა. ჩვენი სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტები დაგეხმარებათ გაანალიზოთ თქვენი ბიზნესის ყველა რგოლი (სტრატეგიული, საოპერაციო და ინდივიდუალური) დაინახოთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, დააიდენტიფიციროთ რისკები და შესაძლებლობები, როგორც სამართლებრივ ასევე კომერციულ ჭრილში. მოდით ერთად შევქმნათ გარემო, სადაც შეძლებთ თქვენი ბიზნესის სრული პოტენციალის ათვისებას.

სკრინინგი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ორგანიზაციის შესაფასებლად. ჩვენ გავაანალიზებთ ორგანიზაციის სტრატეგიული და საოპერაციო დონეებს, შევაფასებთ ადამიანური კაპიტალის შესაძლებლობებსა და ეფექტურობას, ასევე, გამოვიკვლევთ შრომით დოკუმენტაციას და მის შესაბამისობას, არსებულ კანონმდებლობასთან. შევისწავლით შიდა ორგანიზაციულ დოკუმენტაციას და არსებული ვითარების შესაბამისობას მასთან.

სკრინინგი საშუალებას მოგცემთ უცხო თვალით შეაფასოთ თქვენი ორგანიზაცია, დაინახოთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც გაფერხებთ განვითარების გზაზე და სწორად და ეფექტურად მიმართოთ თქვენი რესურსები წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად.

ჩვენი გუნდი განახორციელებს თქვენი იურიდიული დოკუმენტაციისა და პროცესების საფუძვლიან შემოწმებას, ყველა დეტალის გათვალისწინებით. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ კომპლექსური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად დგას თქვენი კომპანია კანონმდებლობასთან შესაბამისობის თვალსაზრისით. შეფასების დასრულების შემდეგ, თქვენ მიიღებთ დეტალურ ანგარიშს, რომელშიც ხაზგასმული იქნება შესაბამისობის სფეროები ან ნებისმიერი შეუსაბამობა საკანონმდებლო მოთხოვნებთან. მაგრამ ამით არ შემოვიფარგლებით და ასევე მოგაწვდით პრაქტიკულ გეგმას და რეკომენდაციებს გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

იურიდიული აუდიტი იურიდიულ შესაბამისობასთან ერთად, მოიცავს კომპანიის შიდა პროცესების ანალიზს. აუდიტი მოიცავს კორპორატიული/იურიდიული შესაბამისობის მომსახურებას. პროექტის ფარგლებში ჩვენი პროფესიონალები შეისწავლიან დამკვეთის შიდა ორგანიზაციულ დოკუმენტაციას, რის შემდეგაც მოხდება ამ დოკუმენტაციით გათვალისწინებული პროცესების შესაბამისობის დადგენა ფაქტობრივად არსებულ რეალობასთან. პროექტის დასასრულს დამკვეთი იღებს რეკომენდაციებს და სამოქმედო გეგმას.

დაჯავშნე კონსულტაცია