ზრდა და განვითარება

მზად ხარ ახალი სიმაღლეების დასაპყრობად? ჩვენ მზად ვართ ამ არაჩვეულებრივ წამოწყებაში თქვენს მხარდასაჭერად. დაწყებული მომგებიანი სტრატეგიების შემუშავებიდან დიჯიტალიზაციითა და აუთსორსინგით დამთავრებული, ჩვენი სერვისები დაგეხმარებათ თქვენი ხედვები რეალურ ბიზნეს წამოწყებად აქციოთ და გადადგათ მყარი ნაბიჯები ზრდისა და განვითარებისკენ.

სტრატეგიული დოკუმენტები ორგანიზაციისთვის ძირითად მიმართულებებსა და შესაძლებლობებს განსაზღვრავს. ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს სხვადასხვა ტიპის სტრატეგიული დოკუმენტების განვითარებაზე, მათ შორის:

  • ორგანიზაციული სტრატეგია
  • ბრენდ სტრატეგია
  • მარკეტინგული სტრატეგია
  • გაყიდვების სტრატეგია
  • ახალბაზრებზეგასვლისსტრატეგია

ინვესტორებთან ურთიერთობა სპეციფიური დოკუმენტების შემუშავებასა და ბიზნესის ძლიერი მხარეების კარგად წარმოჩენას მოითხოვს. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ ინვესტიციების და სტრატეგიული პარტნიორების მოზიდვაში პროფესიონალურად შედგენილი დოკუმენტების დახმარებით.

  • საინვესტიციო მემო
  • ბიზნეს გეგმა
  • ტექნიკურეკონომიკური დასაბუთება
  • ფინანსური და კომერციული საქმიანობის აუდიტი
  • ბიზნესის შეფასება

მზად ხართ თქვენი იდეები ახალ ბიზნეს შესაძლებლობებად გარდაქმნათ? ჩვენი გუნდი დეტალურად შეისწავლის სამიზნე სეგმენტის მოთხოვნებს და სპეციფიკაციებს და მათზე მორგებულ კრეატიული პროდუქტის/სერვისის შექმნაში დაგეხმარებათ.

ჩვენს პარტნიორებთან ერთად გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ციფრულ და აუთსორსინგ სერვისებს, რომლებიც დაგეხმარებათ შეამციროთ ფინანსური და ადამიანური რესურსები და ძალისხმევა თქვენი ბიზნესის სტრატეგიული განვითარებისკენ მიმართოთ.

  • ადამიანური რესურსების მართვის სისტემა
  • პროექტების მართვის სისტემა
  • შიდა კომუნიკაციის სისტემა
  • საბუღალტრო სისტემა
  • გაყიდვების და საწყობის მართვის სისტემები
  • ლოჯისტიკის მართვის სისტემები
  • შესყიდვის სისტემები და სხვა.
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის სისტემის აუთსორსინგი
  • ციფრული მარკეტინგისა და საკომუნიკაციო მომსახურებების აუთსორსინგი
  • იურიდიული მომსახურებების აუთსორსინგი

მოლაპარაკების პროცესის მართვა ნებისმიერი სპეციალობის ადამიანს შეუძლია, თუმცა ამ პროცესში პროფესიონალის ჩართულობა ამარტივებს და ეფექტურს ხდის მოლაპარაკების პროცესს, რაც სასურველი მიზნის მიღწევას გაცილებით მარტივს ხდის.

მოლაპარაკების პროცესის დაწყებამდე, დამკვეთთან ერთად შევიმუშავებთ სტრატეგიას, მათ შორის განვსაზღვრავთ ძლიერ და სუსტ მხარეებს, მიზნებს და ა.შ., რის მიხედვითაც ვმონაწილეობთ პროცესის ყველა ეტაპზე. პროცესის დასასრულს, ჩვენი ჩართულობითა და მიღებული შედეგით გამოწვეულ კმაყოფილებას აღვნიშნავთ დამკვეთთან ერთად.

როდესაც საქმე ეხება დავების გადაწყვეტას, მედიაცია წარმოადგენს უნიკალურ და მოქნილ მიდგომას, რომელიც წინა პლანზე აყენებს თანამშრომლობას და ურთიერთგაგებას.

ჩვენ გთავაზობთ გამოცდილი მედიატორის მომსახურებას, რომლებიც ხელს შეუწყობენ კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს და მხარეებს დაეხმარებიან იმ სივრცის მოძიებაში, სადაც შესაძლებელი ხდება შეთანხმების მიღწევა, მხარეებისთვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. იქნება ეს კონფლიქტი კომპანიებს, ფიზიკურ პირებს თუ სამთავრობო უწყებებს შორის, მედიაცია საუკეთესო საშუალებაა პროდუქტიული დისკუსიისთვის დავის ნებისმიერ ეტაპზე.

როდესაც საქმე ეხება შიდა ორგანიზაციული საკითხების გადაჭრას, ჩვენი შრომითი მედიაციის სერვისი გთავაზობთ სამართლიან და თანამშრომლობით მიდგომას, რომელიც მომგებიანი იქნება როგორც დამსაქმებლისთვის, ასევე თანამშრომლისთვის.

ჩვენი გამოცდილი მედიატორი შექმნის კონფიდენციალურ და მიუკერძოებელ გარემოს, რომელიც ხელს შეუწყობს დისკუსიებსა და მოლაპარაკებებს სამსახურეობრივი საკითხების მოსაგვარებლად. იქნება ეს დავა სამსახურეობრივ რეგულაციებთან დაკავშირებით, კონფლიქტი კოლეგებს შორის თუ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები, ჩვენი მედიატორი შექმნის ხელსაყრელ გარემოს, რომელიც მიზნად ისახავს დადებითი შედეგების მიღწევას ყველა მხარისთვის.

ჩვენი მიზანი მარტივია: ხელი შევუწყოთ მუდმივ პროდუქტიულობას და ჰარმონიულ სამუშაო გარემოს თქვენს კომპანიაში. არა აქვს მნიშვნელობა საკითხის სტადიას ან ბუნებას, ჩვენი შრომითი მედიატორი მხარდაჭერას გაგიწევთ, ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც ყველა მონაწილისთვის ხელსაყრელი იქნება.

ჩვენი გუნდი შეიმუშავებს სხვადასხვა პროცედურებს თქვენი შიდა პროცესების ოპტიმიზაციისთვის, მათ შორის სამუშაო პროცესებს, დელეგირების სქემებს და ელექტრონული დოკუმენტების მართვის პროტოკოლებს, ასევე ორგანიზაციული პროცესების მართვის სხვადასხვა წესებს, მომხმარებლებთან კომუნიკაციისა და პროდუქტის ჩანაცვლების/შეკეთების პროცედურებს და ა.შ.

ჩვენს მიერ შემუშავებული და თქვენზე მორგებული პროცედურების საფუძველზე, თქვენი კომპანია იხელმძღვანელებს ორგანიზებული შიდა საკომუნიკაციო პროცესებით, რაც გაზრდის ეფექტურობას და მოქნილობას ყოველდღიურ საქმიანობაში. მკაფიო ინსტრუქციების არსებობა იმის გარანტიას იძლევა, რომ ყველას ესმის საკუთარი როლი და პასუხისმგებლობები, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს საერთო პროდუქტიულობის გაუმჯობესებას.

დაჯავშნე კონსულტაცია