ჩვენი ისტორია 2020 წელს დაიწყო. მიზანი გვქონდა, რომ ნებისმიერი საკონსულტაციო მომსახურება მარტივად მისაწვდობი და კომპლექსური ყოფილიყო დამკვეთისთვის. 4S-ის მომსახურებებით ამ მიზნის რეალიზებას ვახდენთ.
ყოველდღიურად ვზრდით საზოგადოების ცნობიერებას საკონსულტაციო/პროფესიულ მომსახურებებთან მიმართებაში.
სიტყვა კონსულტანტი შევცვალეთ სიტყვით “პროფესიონალი”. Პროფესიონალი არის ადამიანი, რომელიც არ აგვარებს დამკვეთის ან ბიზნესის პრობლემას, ის ქმნის მათთვის ახალ შესაძლებლობებს.
Საკონსულტაციო მომსახურების პროფესიონალი ბიზნეს იდეის გაჩენისთანავე ერთვება საქმეში. იდეა შესაძლოა ეხებოდეს ახალი ბიზნესის დაწყებას, ასევე არსებულში ცვლილებების დანერგვას ან სხვა ეტაპებს. Პროფესიონალის ჩართულობა საშუალებაა, რომ ინვესტიციის (დროის, ფულის და რესურსის) განხორციელებამდე დამკვეთმა მიიღოს სრული წარმოდგენა იდეის განვითარების პერსპექტივებზე.
Დამკვეთი ჯავშნის შეხვედრას ჩვენს პროფესიონალებთან, შეხვედრის დროს გვიზიარებს მოსაზრებებს და იდეებს ბიზნესის თაობაზე. Ფორმდება ხელშეკრულება და ჩვენი პროფესიონალები იკვლევენ და ამზადებენ, დამკვეთის მიერ შერჩეული, მომსახურების შესაბამის ანგარიშს. ეს არის დიაგნოსტიკის ეტაპი.
Მეორე ეტაპი არის ანალიტიკა და შემდგომ ზრდა და განვითარება.
Შედეგად, დამკვეთი ბიზნეს იდეას/აქტუალურ საკითხს მრავალი მხრიდან უყურებს, აფასებს შესაძლებლობებს, რასაც მინიმუმამდე დაყავს რისკები. Რაც უფრო მეტი რისკია დაზღვეული, მით უფრო ნაყოფიერია შედეგი და ეფექტურად მუშაობს იდეა/ბიზნესი.
მიზნის მისაღწევად შევქმენით ინოვაციური მომსახურება – კომბინირებული პროდუქტები. რაც გულისხმობს, რომ დამკვეთი როგორც ბიზნეს კონსულტაციას ასევე იურიდიულ მომსახურებას იღებს ერთდროულად. Მაგალითად, თუ გჭირდებათ შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი შეფასება, შესაძლოა მასთან ერთად მიიღოთ თანამშრომელთა ეფექტურობის ანალიზიც, რომელიც დაგეხმარებათ სხვადასხვა ცვლილებების ან პროცესების ინიცირებაში.
ბიზნეს და სამართლის კონსულტანტები ერთობლივი სამუშაო პროცესის ფარგლებში ფუნდამენტურად იკვლევენ და აიდენტიფიცირებენ ბიზნესისთვის ყველაზე საჭირო პროცესებს. შედეგად, ბიზნესს, თავისი პროცესები სრულ შესაბამისობაში მოყავს კანონმდებლობასთან და იღებს მაქსიმალურად ეფექტურ შედეგს.
4S-ი ისეთი სივრცეა, სადაც დამკვეთებთან პირველი შეხვედრა ჩაის სმით იწყება და მეგობრობით გრძელდება.
ჩვენს სამუშაო სივრცეში ოჯახის სიმყუდროვე იგრძნობა. ამ სიმყუდროვეს ადამიანები და მეგობრობა ქმნის.
4S-მა გააერთიანა ისინი, ვისაც საერთო ღირებულება აქვს – ეს მხარდაჭერა და ერთგულებაა.
მუშაობის მეთოდები არასტანდარტული გვაქვს – სამუშაო პროცესი ინოვაციური, ეფექტური და კრეატიულია. ყველა ვისაც 4S-ში შეხვდებით ორიენტირებულია შედეგებზე და ამავდროულად სიამოვნებით მონაწილეობს ნებისმიერი პროცესის ყველა ეტაპში.
Სიმყუდროვეს ჩვენს სივრცეში მოქნილი სამუშაო პროცესიც ქმნის. ჩვენი სამუშაო, როგორც შიგნით გუნდში, ასევე დამკვეთთან, ავაწყვეთ finder, minder, grinder პრინციპზე. ეს ჩვენთვის, ნიშნავს: ვსწავლობთ, ვაზიარებთ და ვნერგავთ. Როგორც ამბობენ, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნათქვამი ჯობია… ასე, რომ შეხვედრამდე…