ყველანი ვთანხმდებით, რომ ორგანიზაციის ყველაზე ღირებული რესურსი ადამიანია. ადამიანური რესურსების მართვა მოიცავს მთელ ციკლს ორგანიზაციაში თანამშრომლების აყვანიდან დაწყებული, მათი განვითარებითა და მოტივაციით დამთავრებული. ადამიანური რესურსების მართვა გულისხმობს სამუშაო აღწერილობების, როლებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილებას, შეფასების ინდიკატორების და განვითარების გეგმის შექმნას, ბენეფიტებისა და სხვა სამოტივაციო პაკეტების შემუშავებას, კომუნიკაციის მართვას და ინფორმაციის ანალიზს. ადამიანური რესურსების მართვა და სისტემატიზაცია დაგეხმარებათ გაუფრთხილდეთ და განავითაროთ თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი – ადამიანი.

დაჯავშნე კონსულტაცია