როდესაც საქმე ეხება თქვენი ბიზნეს ინტერესების დაცვას, ჩვენი ერთგული იურიდიული გუნდი იბრძოლებს თქვენთვის ყოველ ნაბიჯზე – იქნება ეს სასამართლო თუ საარბიტრაჟო პროცესი.

ჩვენს იურისტებს აქვთ ათ წელზე მეტი პრაქტიკული გამოცდილება სასამართლოსა და არბიტრაჟში. კომერციული და შრომითი დავები, კონკურენციის სამართალი, მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული დავები (ბიზნესის წარმომადგენლობა) სადაზღვევო საკითხები, სახელშეკრულებო და სხვა სფეროები – ჩვენ გვაქვს გამოცდილება, რომელიც გვაძლევს საშუალებას ჩავებათ ნებისმიერი სირთულის სასამართლო თუ საარბიტრაჟო საქმისწარმოების პროცესში.

მთელი პროცესის განმავლობაში, ჩვენს დამკვეთებს ვთავაზობთ სრულ მოქნილობას. თქვენ შეგიძლიათ თავად გადაწყვიტოთ რა გირჩევნიათ – მიიღოთ მონაწილეობა შეხვედრებსა და პროცესებში, ან ყველა საკითხის მოგვარება თქვენი სახელით ჩვენს გამოცდილ იურისტებს ანდოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ მუდმივად საქმის კურსში იქნებით და მიიღებთ იურისტებისგან შესაბამის ანგარიშს პერიოდულად. დარწმუნებული იყავით – თქვენი ინტერესები ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ ისეთი შედეგისთვის, რომელიც თქვენს მოლოდინს აღემატება.

დაჯავშნე კონსულტაცია