4S-ში ვაცნობიერებთ, რომ ბიზნესთან დაკავშირებულ იურიდიულ საკითხებში გარკვევა არც ისე იოლია. სწორედ აქ გევლინებათ ჩვენი გუნდი. გამოცდილებითა და მეგობრული მიდგომით მხარდაჭერას გაგიწევთ ამ გზის ნებისმიერ ეტაპზე. სამეწარმეო მოგზაურობის დასაწყისში, ან ბიზნესის გაფართოების ეტაპზე ან სხვადასხვა ტრანზაქციების პროცესების მხარდაჭერისთვის ჩვენი იურიდიული გუნდი თქვენს გვერდითაა. დოკუმენტების განხილვიდან დაწყებული კონსულტაციების გაწევამდე, ჩვენ გთავაზობთ მომსახურების სრულ სპექტრს, რომელიც მორგებულია თქვენს სპეციფიკურ საჭიროებებზე. იქნება ეს უძრავი ქონების ტრანზაქციები, ბიზნეს სუბიექტის ჩამოყალიბება თუ კომპანიების შერწყმის მართვა, ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ. ჩვენი გამოცდილება მოიცავს კორპორატიული მმართველობის სხვადასხვა საკითხებს, სავაჭრო ნიშნებთან, საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ სამართლებრივ ასპექტებს, კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე, პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროს და ა.შ. ჩვენ დაგეხმარებით სამართლებრივი საკითხების გარკვევაში და, ამავდროულად, უზრუნველვყოფთ საკანონმდებლო მოთხოვნებისადმი შესაბამისობას და დავიცავთ თქვენს უფლებებს საქმიანობის მთელ პერიოდში.
როდესაც საქმე ეხება ინვესტიციებს, სახელმწიფო შესყიდვებს ან სახელშეკრულებო მოლაპარაკებებს, შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ, რადგან ჩვენ გთავაზობთ საფუძვლიან ანალიზსა და პროაქტიულ მხარდაჭერას.
თუმცა, ამით ჩვენი ჩართულობა არ მთავრდება. ჩვენი გუნდი მზად არის უზრუნველყოს მუდმივი მხარდაჭერა. პროექტის დასრულების შემდგომ, ჩვენგან მიიღებთ შეხსენებებს თქვენი ვალდებულებების შესახებ. მაგალითად, თუ ჩვენი გუნდი ჩართული იყო იჯარის ხელშეკრულების მოლაპარაკებისა და გაფორმების პროცესში და თქვენ წარმოადგენთ მეიჯარეს, შეგახსენებთ საგადასახადო დოკუმენტაციის ატვირთვისა და სხვადასხვა ვალდებულებების ვადებს. 4S Legal-თან ერთად, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენი სამართლებრივი საკითხები კარგ ხელშია. ერთად გავიაროთ ეს გზა თქვენი ბიზნესის წარმატებისკენ.