რეორგანიზაციის პროცესი კომპანიაში სენსიტიური და ხშირად ემოციურია. მისი დაგეგმვა, აღსრულება, მართვა და შეფასება უმჯობესია მესამე (არადაკავშირებულმა) პირებმა განახორციელონ. მესამე პირები არ არიან ემოციურად დაკავშირებული პირები და პროცესი მაქსიმალურად რაციონალურად ჩაივლის.

ჩვენი პროფესიონალები გთავაზობენ რეორგანიზაციის პროცესის სრულად მართვას – დოკუმენტაციის მომზადებიდან – რეორგანიზაციის დასრულებამდე.

ჩვენ შევისწავლით კომპანიის დოკუმენტაციას, მასზე დაყრდნობით ვამზადებთ დასაბუთებას, სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიას.

დამტკიცებული სტრატეგიის შესაბამისად, მოხდება რეორგანიზაციის პროცესის აღსრულებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, მოლაპარაკების პროცესის გამართვა და სხვა დაკავშირებული აქტივობების განხორციელება.

შედეგად მივიღებთ დასრულებულ რეორგანიზაციის პროცესს და მშვიდ სამუშაო გარემოს.

დაჯავშნე კონსულტაცია