იდეა გაქვთ მაგრამ არ იცით როგორ მიხვიდეთ მის განხორციელებამდე? ამაში საინვესტიციო მემოს მომზადება დაგეხმარებათ.
საინვესტიციო მემო არის ბიზნეს იდეის ან პროდუქტის განვითარების მოკლე აღწერა, რომელიც მკაფიოდ გადმოსცემს განვითარების სტრატეგიას, ფინანსურ მაჩვენებლებს, ბაზრის შესაძლებლობებსა და საინვესტიციო შეთავაზებას.
ჩვენი ინვესტორებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება დაგეხმარებათ სწორი აქცენტების გაკეთებასა და ეფექტური საინვესტიციო წინადადების მომზადებაში, რაც გახდება ახალი პარტნიორული ურთიერთობების მყარი საფუძველი.
მოდით ერთად გავიაროთ გზა იდეიდან შესაძლებლობამდე – შექმნათ რაღაც ახალი.