სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობისას ბიუროკრატიულ ლაბირინთში გზის გაკვლევა ნებისმიერი ბიზნესისთვის შეიძლება გადაუჭრელ სირთულეს წარმოადგენდეს. სწორედ აქ გევლინებათ ჩვენი გუნდი, რომ გაგიადვილოთ ცხოვრება.
ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს თქვენი კომპანიის სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის ყველა ასპექტის მართვას. ნებართვების მოპოვებიდან დაწყებული კორესპონდენციის დამუშავებისა და ტრანზაქციების დარეგისტრაციის ჩათვლით (და არა მხოლოდ) – ყველგან თქვენს გვერდით ვართ. ჩვენ ვართ სანდო დამაკავშირებელი რგოლი სამთავრობო უწყებებთან სწრაფი და ეფექტური კომუნიკაციისთვის. ჩვენ ვზრუნავთ დოკუმენტებზე, ხოლო თქვენ შეძლებთ ფოკუსირებას იმაზე, რაც ყველაზე კარგად გამოგდით – თქვენი ბიზნესის მართვაზე.
ჩვენი კომპლექსური მხარდაჭერის პაკეტი მოიცავს ნებართვების მოპოვების პროცესის მართვას, ლიცენზირების პროცესების მართვას, დოკუმენტების რეგისტრაციას და სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულებას. ყოველთვიური გადასახადის სანაცვლოდ თქვენ მიიღებთ სიმშვიდეს, რადგან გეცოდინებათ, რომ ყველა ამ საკითხზე ჩვენ ვზრუნავთ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაწარმოებთ ურთიერთობას სახელმწიფო ორგანოებთან, შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციას საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით ეს მომსახურება არ მოიცავს.
მოგვანდეთ ბიუროკრატიული თავსატეხი, თქვენ კი ფოკუსირება თქვენი ბიზნესის განვითარებაზე მოახდინეთ. ჩვენ ერთად გავიკვლევთ გზას თქვენი წარმატებისკენ!