ინვესტორებისთვის საინვესტიციო შესაძლებლობები და ვარიანტები უსაზღვროდ ბევრია, ხოლო სწორი არჩევანის გაკეთება დამაბნეველი.
ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი გამოიყენება ინვესტორებისთვის და/ან კომპანიის მეწილეებისთვის, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია საქმიანობის ეკონომიკური მომგებიანობის, ბაზრის ტენდენციებისა და საქმის წამოწყების/გაფართოების რისკების შეფასების მიმართულებით. დოკუმენტი მოიცავს იდეის ეფექტურობისა და მიზანშეწონილობის ანალიზს, ბაზრის პოტენციალის შეფასებას, მოთხოვნა-მიწოდების ანალიზს, ხარჯ-სარგებლის ანალიზს, რისკების შეფასებასა და ფინანსურ მოდელს.
ჩვენ გავცემთ პასუხს თქვენს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე- ღირს თუ არა ამ ბიზნესში კაპიტალის დაბანდება?