სალომე არის 4S -ის დამფუძნებელი პარტნიორი და იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი. მას აქვს 20 წელზე მეტი გამოცდილება როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში მუშაობის. მისი ძირითადი მიმართულება ბიზნეს სამართლია.
სალომეს სპეციალიზაციაა: კორპორატიული და კომერციული სამართალი, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ტრანზაქციები, ბიზნეს სამართალი, პარტნიორებს შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი რეგულირება, იურიდიული პირების საქმიანობის სამართლებრივი შესაბამისობის დადგენა, გაზისა და საწვავის რეგულაციები, სახელმწიფო ტენდერები, ფარმაცევტული ბიზნესი და საცალო ვაჭრობა, შრომის სამართალი, პერსონალური მონაცემების დაცვა და GDPR, Due Diligence, მოლაპარაკებების მართვა/მონაწილეობა, მედიაცია.
სალომე არის Edwards Mediation Academy-ის სერტიფიცირებული მედიატორი და საქართველოს მედიაციის ასოციაციის წევრი. ასევე, 2024 წელს ის გახდა International Mediation Campus-ის მიერ სერთიფიცირებული მედიატორი და Harvard Business School Online-ის სერთიფიცირებული Negotiation Mastery-ს სპეციალიზაციით.
ანა 4S-ის პარტნიორია და კომპანიაში მენეჯემენტ კონსალტინგის მიმართულებას ხელმძღვანელობს. მას კავკასიისა და შუა აღმოსავლეთის რეგიონში მუშაობის ათ წელზე მეტი გამოცდილება აქვს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებში.
ანა ხელმძღვანელობს სხვადასხვა მოცულობისა და სირთულის პროექტებს საჯარო და კერძო სექტორში, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობით როგორებიცაა EBRD, FMO, USAID, UNDP და სხვა. ანას დიდი გამოცდილება აქვს ბაზრის კვლევის და ანალიზის, კომერციული აუდიტის, ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციის, კორპორატიული სტრატეგიის, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების და ბიზნეს გეგმების შემუშავების მიმართულებით სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორში, როგორებიცაა ნავთობი და გაზი, საბანკო, ტექნოლოგიები, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, კვება და ტურიზმი.
ანა ფლობს კავკასიის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ბიზნეს ადმინისტრირებაში, ფინანსების მიმართულებით. მან მოიპოვა სრული დაფინანსება გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის ატლანტაში, აშშ, ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის რობინსონის კოლეჯში.
მას სხვადასხვა კომპანიაში კორპორაციული და სამართალწარმოების მუშაობის რვაწლიანი გამოცდილება აქვს. მარიამის ძირითადი სამუშაო სფეროებია კერძო სამართალი, კორპორაციული, პერსონალურ მონაცემთა დაცვის, სადაზღვევო, შრომითი, სახელშეკრულებო, სახელმწიფო შესყიდვები, საავტორო და მომიჯნავე უფლებები. მისი მუშაობა მოიცავს დავის ალტერნატიული გადაჭრის სხვადასხვა მეთოდებს, როგორიც არის მოლაპარაკება, მედიაცია, სასამართლო სამართალწარმოება და სხვა. მას მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი კერძო (ბიზნეს) სამართალში.
მას აქვს 6 წელზე მეტი პერიოდის გამოცდილება კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში. მისი სპეციალიზაციაა: სახელმწიფო შესყიდვების სამართალი, ბიზნეს სამართალი, შრომის სამართალი, სააღსრულებო პროცესებთან დაკავშირებული საკითხები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები, საცალო გაყიდვები და ა.შ.
2020 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სანდროს მიენიჭა სამართლის ბაკალავრის, ხოლო 2022 წელს - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მენეჯმენტში.