არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ადამიანის უფლებებისა და ტექნოლოგიების სამართლის მიმართულებების სპეციალისტი. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს არასამთავრობო, საჯარო და კერძო სექტორებს, მათ შორის, ომბუდსმენის აპარატსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოში მუშაობის გამოცდილებას.
იგი ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხს (Summa cum laude), საჯარო სამართლის მიმართულებით. საბა არის არაერთი საერთაშორისო პროექტის მონაწილე და სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი ადამიანის უფლებების, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და ხელოვნური ინტელექტის რეგულირების მიმართულებით. საბა აქტიურად უძღვება ტრენინგებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემატიკაზე, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის. სწორედ ამ ფარგლებში თანამშრომლობს საბა ჩვენთან.
სოფიო მაჭავარიანს აქვს 20 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საჯარო სამსახურსა და კერძო ბიზნესში, ასევე საგანმანათლებლო სფეროში.
იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში კერძო სამართლის დეპარტამენტში სპეციალისტად, აღსრულების ეროვნულ ბიუროში ბიუროს უფროსის მოადგილედ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებში კოლეგიის მოსამართლედ, მუდმივმოქმედ არბიტრაჟ დავების განმხილველ ცენტრში (DRC) არბიტრად.
სოფიო არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფა) ასოცირებული წევრი და ბიზნეს რეაბილიტაციის და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის (BRIPA) წევრი, შპს ,,GPN”-ის პარტნიორი.
სოფიო მაჭავარიანი არის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი. არის არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი და საერთაშორისო კონფერენციის/ტრენინგის მონაწილე. ასევე, სოფიო მაჭავარიანს აქვს 7 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება.
კომპანია 4S-თან თანამშრომლობს როგორც სასამართლო დავების, ასევე სხვადასხვა მიმართულებების ფარგლებში.